!
Ми пацаны из Гори ълатной ! ! !
არის თუ არა გორი ბლატნოი ქალაქი
Monday, November 7, 2011
ქ.გორში თოვლი მოვიდა 07/11/2011
დღეს ქ.გორში მოვიდა წელს პირველად თოვლი რამაც ყველა დიდი თუ პატარა ყველა ნი გაახარა თოვლის მოსვლამ მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ავარია მოხდა და ბევრი ხალხი დაზარალდა მიუხედავად ყველაფრისა ყველას უხარია თოვლის მოსვლა :* :* თოვლის საფარმა 45 სმ გადააჭარბა :/ :)))
Sunday, November 6, 2011
Friday, November 4, 2011
Thursday, November 3, 2011
სიყვარული
მიყვარხართ უზომოდ და არაამქვეყნიურად... შენით ვსუნთქავ და ვარსებობ, ჩემი ერთადერთი ხარ.... :*:*:*:*
მიყვარხარ ისე, როგორც ლოთს არაყი ..და როგორც მშიერს პური.. :D :D
ისევ და ისევ შენზე ფიქრით დაიწყო დღე..... იცი ვინ ხარ? ჩემი ცხოვრების მზე, ერთადერთი ადამიანი ვის გამოც სიცოცხლე მიხარია... მიყვარხარ უსაზღვროდ და უნაპიროდ.
სტატუსები : D
გათხოვება მირაჟივითაა – ხედავ ოაზისს: სასახლე, პალმები, აქლემები… მერე ჯერ სასახლე ქრება, შემდეგ პალმები, და რჩება ერთი აქლემი…:D :D :D xi xi xi
გამომძიებელი ეკითხება ბრალდებულს: – ეს დანა გეცნობათ? – კი, მეცნობა. – აჰა, ესე იგი, გეცნობათ. – ხო, აბა მა რა იქნება, უკვე მესამე კვირაა ყოველდღე მაჩვენებთ
რას ნიშნავს ორმხრივი სიამოვნება? – როცა სადისტი მაზოხისტს აწამებს……
ყვავ ყორნებს არ გააგებინოთ რომ არწივი დაჭრილია
ზოგს ისეთი ბედი აქვს შავი კატაც გზას უთმობს
უუუუუ ჩემი კაბააააააა... არა და ბოლოს ვნახეეეეეეე გარდეროვიდან მიღიმოდაააა:
სილამაზეს ქმნის ის ვისაც მისი დანახვის უნარი აქვს
ვისაც უნდა გავხდე, ვიქნები მისი პატარა
ნომრებს ნუ მიტოვებთ
აუუ წამო დავიკარგოთ რა
ხანდახან ბავშვი ვარ,ხანდახან დიდიც,ხანდახან მტირალა,ხანდახან მშვიდიც,მინდა გიყვარდეთ ასეთი გიჟი, ზოგჯერ მწარე და ზოგჯერ ტკბილი:-D
იცოდით თუ არა რომ პინგვინი მსუქანი მერცხალია?
როცა შენთან ვარ მაშინ ვარ ტიკტიკა ბავშვი
არ არსებობს ქვეყნად დაბრკოლება, რომელიც ჩემს ღიმილზე მაღლა დადგება
ძილი ისე მიყვარს ყველა სიზმარი ნანახი მაქვს... :D
თუ ცხოვრება არ გიღიმის ცოტა წაუღიტინე:
შევწუხდი ნუუუ...ინკოგნიტოებით...
თუ მე ვიქნები ისეთი როგორიც ყველაა,მაშინ ვინ იქნება ისეთი როგორიც მე ვარ?
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური.. მე ვარ... როგორ გითხრა? -არანორმალური
შურიანებო არ მოდუნდეთ, მე თქვენ ფონად მჭირდებით.
თუ ის იმდენად სულელია რომ შენგან მიდის, იყავი იმდენად ჭკვიანი რომ გაუშვა. .
ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ!
უკან არაფერს მოვითხოვ,მე არაფერი მინდა... სიცოცხლე? ? ? ... მასაც გაჩუქებ, თუკი ძალიან გინდა.....
უკაცრავად...მე შენ შემიყვარდიი!
თქვენ რომ გგონიათ ის არ ვარ!
Wednesday, November 2, 2011
love statusebi :S
1:.მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია, სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია, ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია, მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!
2:შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე, რად უნდა მიყვარდე რისთვის, თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და მუდამ ფეთქავს სხვისთვის. გიყვარდეს შენ ის სხვა, მე სულ სხვა მომძებნის,სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე, გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში ის უფრო კარგია!
3:.თუ ოდესმე იგრძნობ რომ გეტირება,დამირეკე,მე ვერ შეგპირდები რომ,გაგაცინებ მაგრამ გპირდები რომ შენთან ერთად ვიტირებ ♥ )
4:ახლაკი წადი! გინდა იცინე,თუ გინდა იტირე, თუ სხვასთან მნახავ - ნურასოდეს ნუგაიკვირვებ... შენზე არასდროს - წამითაც კი აღარ ვიფიქრებ, ნუღარ ეცდებიდაბრუნებას…აღარ მიგიღებ..!!
5:ყველაზე საშინელი მონატრებაა... იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი!
Labels:
სრულად ნახვა
Location:
Gori, Georgia
სტატუსები : D
1)ვაიმე როგორ მიყვარს, როგორ მენატრებაროგორ მინდა შევჭამორა გემრიელია რა საყვარელი ჩემი ბარამბოოო :D :P
2)ცხოვრება გამოცდაა, ან ჩააბარებ ან არა.....
3სევდა გულს სტკივა თვალებს კი არა, მაგრამ თვალი ჩანს გული კი არა
4)შეიძლება,ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის-მთელი სამყარო!
5)ყველგან გახსოვდეს, ყოველ წუთში, ყოველ ნაბიჯზე, რომ მეგობრობა ნაწილია სიყვარულისა!!
6)ზოგჯერ გინდება წაშლა მოგონებების,მხოლოდ იმიტომ,რომ ისინი ძალიან გენატრება...
7)არ გეგონოს ვინც იღიმება ყველა ბედნიერია, რამეთუ გულიდან წამოსული ცრემლი თვალებამდე არასოდეს აღწევს.
8)იყავი სულით ლამაზი და გული გქონდეს წმინდა!!!ეს არის მთავარი თუ არსებობა გინდა
9)იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს და შემზარავი მარტოობის ზამთარიც მოდის..
10)არ გეგონოს ვინც იღიმება ყველა ბედნიერია, რამეთუ გულიდან წამოსული ცრემლი თვალებამდე არასოდეს აღწევს.
გორის ციხე
გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხე-სიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთ კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhkuXteSLbDgR8CiSzcVd7Xf44DwdeC1LzcAV2C4nxOvL0_1afGku32E7eIzktBI0rWgmIZjuJrC36kSCKDqjXcSmeQj9LIoLzTVv2-38AlTuZlKVyypTMoDx4wjnViE5eeaoiUrDHeXno/s1600/%C3%83%C6%92%C3%82%C2%A1%C3%83%E2%80%A0%C3%A2%E2%82%AC%E2%84%A2%C3%83%E2%80%9A%C3%82%C2%AA%C3%83%C6%92%C3%82%C2%A1%C3%83%E2%80%A0%C3%A2%E2%82%AC%E2%84%A2%C3%83%E2%80%B9%C3%85%E2%80%9C%C3%83%C6%92%C3%82%C2%A1%C3%83%E2%80%A0%C3%A2%E2%82%AC%E2%84%A2%C3%83%E2%80%9A%C3%82%C2%AE%C3%83%C6%92%C3%82%C2%A1%C3%83%E2%80%A0%C3%A2%E2%82%AC%E2%84%A2%C3%83%C2%A2%C3%A2%E2%80%9A%C2%AC%C3%AF%C2%BF%C2%BD.jpg)
ყველასთვის საყვარელი ადგილი
სტალინის ბაღი
სტალინის ბაღი- საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში,საქართველო. დაარსდა 1937 წელს. არის ისტორიული კლასიფიკაციის. ინახება 60 000-მდე ექსპონატი. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები
მთავარი კორპუსი | |
დაარსდა | 1937 |
---|---|
მდებარეობა | გორი, საქართველო |
სტატუსი | სახელმწიფო |
ექსპონატი | 60 000-მდე |
კლასიფიკაცია | ისტორიული |
ისტორიული ცნობები
გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელსმიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.
ქალაქი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XIII საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. XIV საუკუნის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გაათავისუფლა ციხე-ქალაქი. 1477 წელს აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰი უზუნ-ჰასანი მოულოდნელად თავს დაესხა გორს, უბრძოლველად აიღო, მაგრამ მალე დატოვა იგი. XVI საუკუნის შუა წლებში გორი დროებით აიღო ირანის შაჰმა თამაზ I-მა. XVI საუკუნის ბოლოს გორი ქართლში ოსმალთა ბატონობის პლაცდარმი გახდა. 1599 წელს მეფე სიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა გორს, აიღო ციხე და გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი. 1614 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა დაიკავა და ერთხანს აქედან განაგებდა დამორჩილებულ ქვეყანას. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ცნობით, XVII საუკუნის 70-იან წლებში გორი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაარბიეს. აქედან მოყოლებული გორი რამდენიმე წელი ოსმალთა ხელში იყო. 1735 წელს გორში სპარსელები გაბატონდნენ. XVIII საუკუნის 40-იან წლებში გორი უცხოელ დამპყრობელთაგან განთავისუფლდა.
გორი, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი 1950 წლიდან საქართველოში, შიდა ქართლის მხარისა და გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით).
Subscribe to:
Posts (Atom)