არის თუ არა გორი ბლატნოი ქალაქი

Friday, November 4, 2011

:D :D :D





– როცა ჩემი ქმარი ფეხბურთს უყურებს ყურადღებას არ მაქცევს. – შესჩივლა ერთმა დაქალმა მეორეს.

– მოკლე კაბა ჩაიცვი.

– უკვე ვსინჯე, არ შველის.

– მაშინ ზურგზე ნომერი დაიწერე





მიხოსთან მივა შვილი და ეუბნება:

– მამი, გახსომს, რო მითხარი თუ მეხუთე კლასში გადახვალ 100 ლარს გაჩუქებო?

– ხო მახსომს, მერე?

– ხოდა, ენდე, 100 ლარიც დაგეზოგება!







ორი მეგობარი საუბრობს:

– სახლში გვიან როცა მივდივარ ცოლი საათს უყურებს.

– შენ კარგად გქონია საქმე, ჩემი კალენდარს უყურებს.







– შენი ცოლი მოიტაცე?

– ჰო, მოვიტაცე?

– ვინ გეხმარებოდა?

– ცოლის მშობლები.







ბავშვი ატირებული დაბრუნდა სახლში და დედას ეტყვის:

– ბავშვები დამცინიან, სახე უკანალს მიგიგავსო.

დედა დაამშვიდებს ეგ ეგრე არ არისო. მერე მამასთან მივა, მამაც დაამშვიდებს. წავა პაპასთან. პაპა ამ დროს ქვევრსა რეცხავს. ბავშვმა ჩახედა და იმან, რომ დაინახა დაუძახა:

– ჰა, ჰა, აქ არა ქნა, შე შობელძაღლო!





მიხოს კოჭლი შვილი ჰყავდა. ერთხელაც მიხოს მიადგა:

– მამი, ომში უნდა წავიდე!

– სად ომში უნდა წახვიდე, დაეტიე სახლში! აქ მე უნდა მანერვიულო და იქ კიდე სნაიპერი აწვალო!







სვანი მიდის საქეიფოდ და მამს ეტყვის:

– ამაღამ ნასვამი რომ მოვალ არ მცემო.

დილით გაიღვიძებს და მაგარი ნაცემია. დაუძახა მამამისს:

– ხომ გთხოვე არა მცემო მეთქი?

– შვილო ღამის ოთხ საათზე, რომ მოხვედი არაფერი გითხარი, დედა რომ მაგინე გაპატიე, ჭურჭელი რომ დაამსხვრიე გაპატიე, კუთხეში რომ დამაყენე და პანჩურებს რომ მირტყამდი გაპატიე, მაგრამ შუა ოთახში რომ მოისაქმე, მერე შიგ ასანთის ღერები რომ ჩააწყვე და თქვი ეს ზღარბი დღეიდან ჩვენთან იცხოვრებსო, ვეღარ მოვითმინე!






მაროს ბრმა ნაწლავის შეტევა დაემართა, სასწრაფოდ გააქანეს ექიმთან. ექიმმა უთხრა:

– ახლავე ოპერაცია უნდა გაიკეთო!

– რას ამბობთ, ექიმო, მძახალი მყავს მკვდარი. სამი დღის მერე გავიკეთებ. – გაჯიუტდა მარო.

– მაშინ, შენს ნათესავებს უთხარი ჯერ არ გაასვენონ, ბარემ ერთად გაგასვენებენ.







მიხოს სამეგრელოდან სტუმარი ჩამოუვიდა და სანაქებო პურმარილი გაუშალა.

– ერთი, თუ ძმა ხარ, მწარე გექნებათ რამე და მომტანე. – სთხოვა მეგრელმა.

მიხომ მოუტანა ძალიან მწარე წიწაკები წითელიც და მწვანეც.

– არ არის ეს მწარე, უფრო მწარე არა გაქვთ? – დაიწუნა სტუმარმა.

მიხო გაბრაზდა, გამოიყვანა სტუმარი გარეთ. მიიყვანა მანქანასთან კარი გააღო შიგ თითები ჩაატანებინა და მიუჯახუნა.

– რას ქენი, მიხო, თითები მომტეხე! – აყვირდა სტუმარი.

– მწარე გინდაოდა და აჰა… მე მაგაზე მწარე არაფერი მაქვს…







მიხო კარაგა ნაქეიფარი დაბრუნდა სახლში. იქ სტუმრები დახვდნენ. სიდედრი და ცოლის ნათესავები. ცოლი ეხვეწება:

– მიხო, კაცო, მიდი წყალი შაისხი სახეზე იქნება გამოგფხიზლდეს.

– რას ამბობ, დედაკაცო?! მთელი დღე ვითვრებოდი და ახლა დედაშენის გულისთვის გამოვფხიზლდეე?






– სუფრასთან სიდედრთან ერთად როცა ვარ ცოტას ვსვამ.

– ხოო? გაშინებს?

– არა რა მაშინებს. ერთხელ ისე დავთვერი სიდედრი ორად მეჩვენებოდა, ეგეთ საშინელებას კიდე ერთხელ ვეღარ გაუძლებ.





შვილი ეუბნება მამას:

– მამი, მასწავლებელმა მითხრა მამაილა ხაარო!

– რა, უკანალზე უჩქმინტე?





მიხომ თავისი განავალი წაიღო ასანთის კოლოფით ლაბორატორიაში ანალიზის გასაკეთებლად. სახლში მაგრად ნაცემი დაბრუნდა. ცოლი ეკითხება:

– რა მოგივიდა, კაცო?

– რავი აბა… ქუჩაში ვიღაცამ ასანთი მთხოვა…