არის თუ არა გორი ბლატნოი ქალაქი

Wednesday, November 2, 2011

ყველასთვის საყვარელი ადგილი

 თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი დღეს თბილისში გასტროლებს გამართავს. სეპქტაკლს, რომელსაც თბილისელ მაყურებელთან ერთად, თეატრალური საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან, ხორავას მსახიობთა სახლი მასპინძლობს. გორის თეატრის რეპერტუარიდან შეირჩა ახალი სპექტაკლი “თეთრი საყელო”, რომლის პრემიერა გორში 7 მარტს გაიმართა. სპექტაკლი მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა იოსებ ნემსაძემ დადგა და გორელი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. “ეს თეატრის პირველი გასტროლია მიმდინარე წელს და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული იქნება. მომავალში ვაპირებთ, ჩვენი შემოქმედება საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავიტანოთ, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქუთაისის, ფოთისა და საჩხერის თეატრებთან”,- განაცხადა თეატრის მმართველმა გიორგი მაჭარაშვილმა

No comments:

Post a Comment